ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კაია კალასი - დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროპულ გზაზე დაბრკოლება არ გახდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებად არ იქცევა. მისი თქმით, მოლდოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, ხოლო გაგაუზიაში დაგეგმილი არჩევნები მოლდოვის დემოკრატიული მდგრადობის გამოცდა იქნება.

კაია კალასი - დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროპულ გზაზე დაბრკოლება არ გახდება
კაია კალასი - დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროპულ გზაზე დაბრკოლება არ გახდებაინტერპრესნიუსი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებად არ იქცევა.

„მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენი საერთო მიზანია. მოლდოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანების გზაზე. კიშინიოვის მიერ რეფორმების გატარების ტემპი ძალიან მაღალია. მოლდოვას ევროპული გზა შეუქცევადია. ამავდროულად, რეფორმების გაგრძელება კვლავაც აუცილებელია. როგორც დღეს მოვისმინეთ, მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარება კვლავ მყიფეა. დნესტრისპირეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელი არ არის მდგრადი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კიშინიოვის ძალისხმევას სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიმართულებით. დნესტრისპირეთი არ გახდება დაბრკოლება მოლდოვას ევროპულ გზაზე”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიშინიოვსა და კომრატის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაგრძელება, რათა გაგაუზიაში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები თავისუფალი,სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება მოლდოვის დემოკრატიული მდგრადობისა და ერთიანობისთვის”, - აღნიშნა კალასმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.