CU: რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა
კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება პირველკურსელთა წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მასობრივი ინტოქსიკაციას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რამდენიმე სტუდენტს ალკოჰოლური თრობის გამო შეუძლოდ ყოფნა აღენიშნა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა. მათი თქმით, სტუდენტებს აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ითნამაშრომლებენ შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდიან ინფორმაციას.
"კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.
მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას." - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა. წვეულება გუშინ გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე სტუდენტს მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ, მათგან 5 კლინიკაშია გადაყვანილი.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ციტატები სტატიიდან
„კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც. მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.