სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: “დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე
საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან გიორგი დავითაძის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნდობას უცხადებს სახალხო დამცველის დასკვნას, ხოლო გამოძიების შედეგებს ელოდება. მან ასევე შეადარა პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისა და დღევანდელ პერიოდებს.

“გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც”, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში.
„პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღე-ნახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი.
დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ციტატები სტატიიდან
„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც“
„პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღე-ნახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.