ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პარლამენტის წევრები წიგნის - "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაციას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნის - "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებაზე სტუმრებს ირაკლი ქადაგიშვილი და სოზარ სუბარი მიესალმნენ.

პარლამენტის წევრები წიგნის - "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაციას დაესწრნენ
პარლამენტის წევრები წიგნის - "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაციას დაესწრნენრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის წევრები საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნის - "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაციას დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მიესალმნენ.

წიგნი "აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" 37 ისტორიული ტაძრის შესახებ სტატიებს აერთიანებს.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

ღონისძიებას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები დაესწრნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.