ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან გამაგდეს – ზურაბ ოშხნელი

ქართული ოცნება

თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა, ზურაბ ოშხნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კოლეჯიდან კონკურსის გზით გაათავისუფლეს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „ზემოდან“ მიღებული დავალება იყო. მისი პოსტის მიხედვით, კოლეჯის ახალი დირექტორი ლევან ალიმბარაშვილი გახდება.

თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან გამაგდეს – ზურაბ ოშხნელი
თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან გამაგდეს – ზურაბ ოშხნელინეტგაზეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის უკვე ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი წერს, რომ კოლეჯიდან „გააგდეს“ ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას.

„მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!

მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს!

მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება „ზემოდან“ მოვიდა!“ – წერს ოშხნელი სოციალურ ქსელში.

მის პოსტს ლევან ალიმბარაშვილი დაიკავებს. კოლეჯმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ „შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა“.

ოშხნელმა სოციალურ ქსელში ალიმბარაშვილის ოფიციალური განცხადების ფოტოც გაავრცელა.

ზურაბ ოშხნელი ამბობს, რომ 1989 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა ეთანამშრომლა „ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის“. მისივე განცხადებით, ჯამში იმუშავა განათლების 22 მინისტრთან:

„იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც.

არაკომპეტენტური პირების მხრიდან იმის მტკიცება, რომ „ავტორ ოპერატორი შეცვალა ვიდეოოპერატორმა და ამით არაფერი შეცვლილა“, აბსურდულია!“ – წერს ოშხნელი.

ოშხნელი აღნიშნავს, რომ არ აპირებდა სამუდამოდ ყოფილიყო დირექტორის პოსტზე და ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, ერთ-ერთ პრიორიტეტად დააყენა „შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი“.

„როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა! […] P.S. არ შეშინდეთ, ბატონებო! მე არ დავბრუნდები კოლეჯში, რადგან პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ „დიდი წითელი აგურის სახლში“ შეხიზნულ რიგით ოცდამეორესთან, რომელსაც არ შეძლებია “საკუთარი სამწყსოს” დაცვა „გარე შემოსევებისგან“! სამაგიეროდ, სულ მალე, კოლეჯში აუცილებლად დაბრუნდებიან ჩემზე განათლებული და ჩემზე კომპეტენტური, კოლეჯში აღზრდილი თაობები, რომლებსაც შორეული 37 წლის წინ (ისე ეს 37 წელიც რა სიმბოლურია) ვუწინასწარმეტყველე ბატონი ნოდარ დუმბაძის ზურიკელას ოცნების ახდენა – მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!“ – წერს ოშხნელი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა! […] P.S. არ შეშინდეთ, ბატონებო! მე არ დავბრუნდები კოლეჯში, რადგან პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ „დიდი წითელი აგურის სახლში“ შეხიზნულ რიგით ოცდამეორესთან, რომელსაც არ შეძლებია “საკუთარი სამწყსოს” დაცვა „გარე შემოსევებისგან“! სამაგიეროდ, სულ მალე, კოლეჯში აუცილებლად დაბრუნდებიან ჩემზე განათლებული და ჩემზე კომპეტენტური, კოლეჯში აღზრდილი თაობები, რომლებსაც შორეული 37 წლის წინ (ისე ეს 37 წელიც რა სიმბოლურია) ვუწინასწარმეტყველე ბატონი ნოდარ დუმბაძის ზურიკელას ოცნების ახდენა – მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. „მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას! მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს! მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება „ზემოდან“ მოვიდა!“ – წერს ოშხნელი სოციალურ ქსელში. მის პოსტს ლევან ალიმბარაშვილი დაიკავებს. კოლეჯმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ „შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა“. ოშხნელმა სოციალურ ქსელში ალიმბარაშვილის ოფიციალური განცხადების ფოტოც გაავრცელა. ზურაბ ოშხნელი ამბობს, რომ 1989 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა ეთანამშრომლა „ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის“. მისივე განცხადებით, ჯამში იმუშავა განათლების 22 მინისტრთან: „იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც. არაკომპეტენტური პირების მხრიდან იმის მტკიცება, რომ „ავტორ ოპერატორი შეცვალა ვიდეოოპერატორმა და ამით არაფერი შეცვლილა“, აბსურდულია!“ – წერს ოშხნელი. ოშხნელი აღნიშნავს, რომ არ აპირებდა სამუდამოდ ყოფილიყო დირექტორის პოსტზე და ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, ერთ-ერთ პრიორიტეტად დააყენა „შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი“. „როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა! […] P.S. არ შეშინდეთ, ბატონებო! მე არ დავბრუნდები კოლეჯში, რადგან პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ „დიდი წითელი აგურის სახლში“ შეხიზნულ რიგით ოცდამეორესთან, რომელსაც არ შეძლებია “საკუთარი სამწყსოს“
ზურაბ ოშხნელი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.