ხულოში ფესტივალი "მოძრავი სცენა" მიმდინარეობს
ხულოში ფესტივალი "მოძრავი სცენა" ტარდება, რომელსაც მთიანი აჭარა პირველად მასპინძლობს. ღონისძიება მოიცავს სპექტაკლებს, კონცერტებსა და მასტერკლასებს.

სპექტაკლები, ქუჩის მუსიკოსების კონცერტები და მასტერკლასები - ხულოში ფესტივალი "მოძრავი სცენა" მიმდინარეობს.
სახალხო, კერძო თეატრებისა და ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს მთიანი აჭარა პირველად მასპინძლობს. ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 5 თეატრალურო დასი და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობენ.
"დღევანდელი დღე შედგა, ფესტივალი ნამდვილად გახსნილია. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოვისმინეთ დღეს. ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის და ძალიან გაგვიჭირდება, ალბათ, არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა რაღაცით, თავისი ინდივიდუალურობით ძალიან გამოირჩევა და ამ ინდივიდუალურობაში უნდა ვიპოვოთ, ის მთავარი ინდივიდუალურობა, რაც არის ძალიან რთული," - განაცხადა მომღერალმა, ფესტივალის ჟიურის წევრმა, ოთო ნემსაძემ.
ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტროა.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელი დღე შედგა, ფესტივალი ნამდვილად გახსნილია. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოვისმინეთ დღეს. ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის და ძალიან გაგვიჭირდება, ალბათ, არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა რაღაცით, თავისი ინდივიდუალურობით ძალიან გამოირჩევა და ამ ინდივიდუალურობაში უნდა ვიპოვოთ, ის მთავარი ინდივიდუალურობა, რაც არის ძალიან რთული,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.