"ხაშურში კვადროციკლი მოიპარა და მიიმალა" – შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში კვადროციკლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშურში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი კვადროციკლი ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.