ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკუშა შენგელაია: "ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება,

ქართული ოცნება

მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი Live“ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა ქვეყნის სუვერენიტეტი და თავისუფლება გადაარჩინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რადგან ხედავს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს და არსებულ გლობალურ გამოწვევებს.

ნიკუშა შენგელაია: "ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება,
ნიკუშა შენგელაია: "ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება,POSTV

“ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარზე საუბრისას.

მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

„2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენის არჩევანი. გლობალური პროცესები, ეს ყველაფერი ხომ იგეგმებოდა ადრე. ჩვენნაირი ქვეყნების გამოყენება უნდოდათ საკუთარი ქვეყნების ინეტერესების გამო. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო განაცხადი, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ, ქართველი ხალხი, ვართ“, – განაცხადა შენგელაიამ.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ ხალხი უნდა იყოს მზად, რათა საკუთარი სუვერენიტეტი, იდენტობა, რწმენა, კულტურა და ისტორია დაიცვას. ეს იყო დიდი მონაპოვარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა დრო იყო, თუმცა მზად უნდა ვიყოთ დღესაც, იმიტომ რომ გლობალური გადანაწილების თემები არ დასრულებულა, ჩვენ ვართ მოწმე პროქსი ომების, გაუგებარი ვოუქიდელოგიების“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

შენგელაიას მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უპირველესი უსაფრთხოება.

„როცა მოსახლეობა ხედავს რა ხდება უკრაინაში, რა ხდება გარშემო, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს უნდა გადავურჩეთ, ამიტომ უდგას გვერდით „ქართულ ოცნებას“. მეორე რიგში ხედავენ როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ მცირდება უმუშევრობა, სიღარიბე, ნელ-ნელა მაგრამ მცირდება“, – განაცხადა შენგელაიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი“
ნიკუშა შენგელაია
„2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენის არჩევანი. გლობალური პროცესები, ეს ყველაფერი ხომ იგეგმებოდა ადრე. ჩვენნაირი ქვეყნების გამოყენება უნდოდათ საკუთარი ქვეყნების ინეტერესების გამო. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო განაცხადი, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ, ქართველი ხალხი, ვართ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ისტორია გვაჩვენებს, რომ ხალხი უნდა იყოს მზად, რათა საკუთარი სუვერენიტეტი, იდენტობა, რწმენა, კულტურა და ისტორია დაიცვას. ეს იყო დიდი მონაპოვარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა დრო იყო, თუმცა მზად უნდა ვიყოთ დღესაც, იმიტომ რომ გლობალური გადანაწილების თემები არ დასრულებულა, ჩვენ ვართ მოწმე პროქსი ომების, გაუგებარი ვოუქიდელოგიების“
ნიკუშა შენგელაია
„როცა მოსახლეობა ხედავს რა ხდება უკრაინაში, რა ხდება გარშემო, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს უნდა გადავურჩეთ, ამიტომ უდგას გვერდით „ქართულ ოცნებას“. მეორე რიგში ხედავენ როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ მცირდება უმუშევრობა, სიღარიბე, ნელ-ნელა მაგრამ მცირდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.