ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ოცნების“ ყოფილი წევრი: ბიძინა ივანიშვილი ახალი გადაწყობისთვის ემზადება

„ოცნების“ ყოფილი წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი პოლიტიკური გადაწყობისთვის ემზადება. მისი თქმით, თანამდებობებზე პირთა ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შეასრულებს უკეთ დავალებებს და ივანიშვილის ეჭვიანობაზე პოლიტიკური ძალაუფლების ზრდის მიმართ.

“ოცნების“ ყოფილი წევრი: ბიძინა ივანიშვილი ახალი გადაწყობისთვის ემზადება
“ოცნების“ ყოფილი წევრი: ბიძინა ივანიშვილი ახალი გადაწყობისთვის ემზადებაTV პირველი

“ოცნების“ ყოფილი წევრი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი გადაწყობისთვის ემზადება.

ანი მიროტაძის თქმით, მისთვის სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უკეთესად შეასრულებს მის დავალებებს, სწორედ ის დაწინაურდება.

ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე იქნება, ლილუაშვილი, ვინც გინდა იყოს, გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, არსებობს მოცემულობა, საჭიროება, დროს, სივრცე და სურვილები და შესასრულებელი საკითხები, რაც დგას. ვინც უკეთესად შეუსრულებს მოცემულ მომენტში, ის არის დაწინაურებული, - განაცხადა მიროტაძემ.

ამასთან ის ამბობს, რომ მიუხედავად იმის, რომ კობახიძე ყველაფერს უსრულებს, მას მაინც გაუშვებს.

იცით, რტომ გაუშვებს? ივანიშვილის ხასიათის ერთ-ერთი შტრიხია და თანაც მნიშვნელოვანი, რომ ის მუდმივად ეჭვიანობს, ვინმე არ გაძლიერდეს, ოდნავ მაინც არ გაძლიერდეს, რაიმე არ დააგროვოს, გენბავთ პოლიტიკური რესურსი, რეიტინგი, ფინანსები და ა. შ. ასეთ შემთხვევაში ის მუდმივად ცდილობს, რომ ის პერსონა ჩაანაცვლოს.

ლოგიკა მკარნახობს, რომ ახალი ცვლილების დრო მოვიდა, რტომ? იმიტომ რომ ამ პრემიერმა რაღაცები უკვე გააკეთა, დავალებები შეასრულა, - განაცხადა მიროტაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.