მწერალი ნინო ხარატიშვილი ჰაინრიხ ჰაინეს პრემიით დააჯილდოვეს
მწერალი ნინო ხარატიშვილი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ადმინისტრაციამ ჰაინრიხ ჰაინეს პრემიით დააჯილდოვა. ჟიურის შეფასებით, ის უკომპრომისოდ იცავს ევროპულ იდეალებს და წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში ცენზურისა და დიქტატურის გამოცდილებას.

ნინო ხარატიშვილი ჰაინრიხ ჰაინეს პრემიით პირველ ოქტომბერს დააჯილდოვა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ადმინისტრაციამ.
პრემია ქალაქ დიუსელდორფში, გამოჩენილი გერმანელი რომანტიკოსი პოეტის დაბადებიდან 175 წლისთავის აღსანიშნავად დაარსდა.
ქალაქ დიუსელდორფის ადმინისტრაციის ცნობით, ნინო ხარატიშვილმა განაცხადა:
„ბრძოლა ვალდებულებაა“
„იმ დროს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო პოპულიზმი და აგიტაცია კვლავ სოციალურად მისაღებ მოვლენებად იქცევა, ნაციონალისტური, იმპერიალისტური და, შესაბამისად, არაადამიანური მიდგომების წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლა თითქმის ვალდებულებად იქცევა“.
„დღევანდელ შემაშფოთებელ რეალობაში, როდესაც პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში უკუსვლა შეინიშნება, ჰაინრიხ ჰაინეს ღირებულებითი ქვაკუთხედი, თანასწორობა და თავისუფლება, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო აქტუალურია და, ამავდროულად, უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ოდესმე“, - თქვა მან დაჯილდოვების ცერემონიაზე სატელეფონო ჩართვისას.
„ჟიურის გადაწყვეტილების გამო დიდ სიხარულსა და, ამავდროულად, პასუხისმგებლობის გრძნობას განვიცდი და მადლობას ვუხდი მათ ამ ჯილდოსთვის“, - თქვა მწერალმა.
Embed
share
"[თბილისში] სტაგნაცია იგრძნობა" - ნინო ხარატიშვილი ლიტერატურასა და მწერლის ცხოვრებაზე
by რადიო თავისუფლება
Embed
share
The code has been copied to your clipboard.
The URL has been copied to your clipboard
No media source currently available
0:00
1:13:18
0:00
გადმოწერა
130 kbps | MP3
66 kbps | MP3
„ნათლად წარმოაჩენს ცენზურის გამოცდილებას“ - ჟიურის შეფასება
„ჰაინრიხ ჰაინეს სულისკვეთებით, ნინო ხარატიშვილი უკომპრომისოდ იცავს ევროპულ იდეალებს, თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აფართოებს ეროვნულ და კულტურის საზღვრებს“, - ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.
„საქართველოში დაბადებული ავტორი მთელი მსოფლიოსთვის ნათლად წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიქტატურის, რეპრესიებისა და ცენზურის გამოცდილებას“, - ამბობს ჟიური.
ჟიურის აკომპლექტებდნენ დიუსელდორფის მერი დოქტორი სტეფან კელერი, ვიცე-მერი, ჰაინეს ინსტიტუტისა და შუმანის სახლის დირექტორი, ასევე, ლიტერატურის კრიტიკოსები და სხვადასხვა გერმანული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (CDU, მწვანეები, SPD, AfD და სხვები).
„ნინო ხარატიშვილი გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული თავისუფლება არ არის მხოლოდ მოცემულობა, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული“, – ვკითხულობთ ჟიურის წევრების განცხადებაში.
როგორც გამომცემლობა „ინტელექტი“ წერს, ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856) ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემა, „რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს, ადამიანთა შორის ურთიერთგაგებას და იმ იდეის გავრცელებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ეს თანასწორობა კაცობრიობის ამოსავალი წერტილია“.
ციტატები სტატიიდან
„ბრძოლა ვალდებულებაა“
„იმ დროს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო პოპულიზმი და აგიტაცია კვლავ სოციალურად მისაღებ მოვლენებად იქცევა, ნაციონალისტური, იმპერიალისტური და, შესაბამისად, არაადამიანური მიდგომების წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლა თითქმის ვალდებულებად იქცევა“
„დღევანდელ შემაშფოთებელ რეალობაში, როდესაც პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში უკუსვლა შეინიშნება, ჰაინრიხ ჰაინეს ღირებულებითი ქვაკუთხედი, თანასწორობა და თავისუფლება, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო აქტუალურია და, ამავდროულად, უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ოდესმე“
„ჟიურის გადაწყვეტილების გამო დიდ სიხარულსა და, ამავდროულად, პასუხისმგებლობის გრძნობას განვიცდი და მადლობას ვუხდი მათ ამ ჯილდოსთვის“
„ჰაინრიხ ჰაინეს სულისკვეთებით, ნინო ხარატიშვილი უკომპრომისოდ იცავს ევროპულ იდეალებს, თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აფართოებს ეროვნულ და კულტურის საზღვრებს“
„საქართველოში დაბადებული ავტორი მთელი მსოფლიოსთვის ნათლად წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიქტატურის, რეპრესიებისა და ცენზურის გამოცდილებას“
„ნინო ხარატიშვილი გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული თავისუფლება არ არის მხოლოდ მოცემულობა, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.