ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია აბაშიძე: “14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები,

ქართული ოცნება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მძიმე გამოწვევებისა და გლობალური ცვლილებებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მშვიდობა და სტაბილურობა.

გია აბაშიძე: “14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები,
გია აბაშიძე: “14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები,POSTV

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება.

„14 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ პერიოდში იყო წარმატებები, შეცდომები, მძიმე გადაწყვეტილებები და რთული პერიოდები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, გააგრძელა სახელმწიფოებრივი განვითარება, გაიზარდა ეკონომიკა და განვითარდა ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს კი ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების საწინდარია.

ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როცა ომებმა, გლობალურმა დაპირისპირებამ და ძალთა გადანაწილებამ მსოფლიო შეცვალა, საქართველოში კი ამას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, შინაურთა ღალატი და გარედან წაქეზებული დესტრუქცია დაემატა.

ასეთ გარემოში საქართველო პატარა ხომალდივითაა დიდ ოკეანეში — ქარი, დინებები და ტალღები მუდმივად იცვლება, მაგრამ სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელია: შეინარჩუნოს ეროვნული გზა და არ დაუშვას ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას ომში, დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივ დაკნინებაში ჩაითრევს.

14 წლის შემდეგ მთავარი სწორედ ესაა — ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველო არ გახდეს სხვისი ანტიქართული დღის წესრიგის ნაწილი და ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ თამაშებს”, – წერს აბაშიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.