ბათუმმა საფორტეპიანო მარათონს პირველად უმასპინძლა
ბათუმმა პირველად უმასპინძლა საფორტეპიანო მარათონს, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

ბათუმმა პირველად უმასპინძლა საფორტეპიანო მარათონს. აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში ადგილობრივი სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი პიანისტების წარმოჩენა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.