ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საქართველოს განვითარების ფონდიდან 699,934 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. მათ შორის ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთი სოფელ აღთაკლიაში, Eagle Hills-ის პროექტის მიმდებარედ მდებარეობს. ფონდის ლიკვიდაციის ვადა 2027 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემსBM.GE

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის ფარგლებში ფონდიდან სულ 699,934 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები გამოვა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის მითითებული. მათ შორის ყველაზე დიდი, 258,821 კვ.მ ფართობის ნაკვეთი სოფელ აღთაკლიაში, Eagle Hills-ის პროექტის მიმდებარედ მდებარეობს.

მთავრობის 21 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდება ექვსი მიწის ნაკვეთი. მათგან ორი ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სამი საგარეჯოში, ხოლო ერთი სოფელ აღთაკლიაში. აღთაკლიაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო კოდია 81.06.13.325, ფართობი კი 258,821 კვ.მ-ია.

#

ადგილმდებარეობა

საკადასტრო კოდი

აღწერა

ფართობი (კვ.მ.)

1

ონი

88.11.21.272

მიწა

5,249

2

ონი

88.11.21.274

მიწა

1,040

3

საგარეჯო

55.12.69.000.390

მიწა

158,478

4

საგარეჯო

55.28.51.000.132

მიწა

226,458

5

საგარეჯო

55.28.51.000.086

მიწა

49,888

6

სოფელი აღთაკლია

81.06.13.325

მიწა

258,821

ჯამი

699,934

„საქართველოს განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი „საპარტნიორო ფონდის“ სამართალმემკვიდრეა, ლიკვიდაციის პროცესშია. თავდაპირველი გეგმით, ფონდის ლიკვიდაცია 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებით ეს ვადა 2027 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.

ფონდის დაშლის პროცესში მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემაა საჭირო. ფონდიდან უნდა გამოვიდეს მის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შვილობილი კომპანიაც, მათ შორის სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი ინთერნეიშენალი“, „რუხის სავაჭრო ცენტრი“, „საპარტნიორო ფონდი-მწვანე განვითარება“, „სტარტაპ საქართველო“, „ლიკანის რეზიდენცია“ და „ქართული ნატურალური პროდუქტები“. აღნიშნულ კომპანიებში ფონდი 100%-იან წილს ფლობს.

ამასთან, ფონდს არაერთ კომპანიაში არაკონტროლირებადი წილებიც აქვს. მათ შორისაა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი „ციკლონი“ და რაჭული ლორის მწარმოებელი KSH Caucasian Sous Heritage.

ლიკვიდაციის პროცესის კიდევ ერთი მიმართულება იმ პროექტებს უკავშირდება, სადაც „საქართველოს განვითარების ფონდი“ კრედიტორის როლშია. ფონდის ლიკვიდაციამდე შესაბამის სასესხო შეთანხმებებში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ფონდის ნაცვლად კრედიტორად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დარეგისტრირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.