ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,, დღეს ეს ნაგავი თავისუფალია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი” – ზურაბ ჯაფარიძე ფეხბურთელ ქალთა პროტესტზე

ზურაბ ჯაფარიძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის პროტესტს ეხმაურება და აკრიტიკებს მართლმსაჯულების სისტემას, რა დროსაც ბრალდებული ფიგურა თავისუფლებაზე რჩება.

,, დღეს ეს ნაგავი თავისუფალია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი” – ზურაბ ჯაფარიძე ფეხბურთელ ქალთა პროტესტზე
,, დღეს ეს ნაგავი თავისუფალია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი” – ზურაბ ჯაფარიძე ფეხბურთელ ქალთა პროტესტზეალია

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის პროტესტეს ეხმაურება:

,,ლანჩხუთის ქალი ფეხბურთელების პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ყურადღება მივაქციოთ მთავარს, რასაც მგონი სათანადოდ არ ვაკეთებთ

ვიღაც პერვერტმა ნაბიჭვარმა, რომელიც კაცმა არ იცის რითია დაკავებული ამ ქვეყანაში და ‘ფრონტად’ იყენებს ქალთა საფეხბურთო კლუბს (არანაირი ბიზნესი ქალთა ფეხბურთი არაა საქართველოში):

1. ქალების გასახდელში დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები და ფარულად უყურებდა მათ

2. გააუპატიურა 20 წლის გოგო, მფლობელობაში არსებული გუნდის მოათამაშე

3. როდესაც ამ გოგომ იჩივლა, ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობდა თუ დავას შეწყვეტდა

4. გოგო რომ ვერ დაითანხმა, მისი მეგობრის გავლით ცდილობდა იგივე შეთანხმების მიღწევას

5. ისიც რომ ვერ დაითანხმა, ოჯახის წევრებზე გავიდა და მათ დარწმუნებას ცდილობდა

6. ესეც რომ ვერ მოახერხა, როგორც სჩანს, ადგა და ეს ფული სასამართლოში მიიტანა

და დღეს ეს ნაგავი თავისუფალია

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს რომ ამ ქვეყანაში, თუ ბევრი ფული გაქვს, უკვე ასეთი დანაშაულის შემთხვევაშიც შეგიძლია სასამართლოდ წოდებულ უწყებაში თავისუფლების ყიდვა. ერთი ქვეყანა ვიცი კიდევ მსგავსი პრაქტიკით, ახლოს.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.