ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

PMC-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 7%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი წლიური ზრდა იმერეთში, რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC
აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMCBM.GE

PMC-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმერეთში (15%), რაჭასა (13%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (12.8%).

2026 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები კატეგორიების ასე გადანაწილდა:

საოჯახო ტიპის სასტუმროები - 134 ლარი;

3-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 203 ლარი;

4-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 298 ლარი;

5-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 598 ლარი;

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში [1081 ლარი], კახეთში [684 ლარი] და თბილისში [668 ლარი].

PMC-ის კვლევა ეფუძნება Booking.com-ზე რეგისტრირებული 568 3-4-5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასების ანალიზს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.