ვოლოდიმირ ზელენსკი - ოქტომბრისთვის შორი მანძილის ოპერაციები დავამტკიცეთ - რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმა განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის შორი მანძილის ოპერაციები დამტკიცდა. მისი თქმით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია უკრაინულ გავლენას იგრძნობს, ასევე განსაზღვრულია F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები წლის ბოლომდე.

უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას.
“პირველი: დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. მეორე: განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე. უახლოეს დროში იქნება გაძლიერება…
დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები - უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ.
შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას,” - წერს ზელენსკი.
ციტატები სტატიიდან
„პირველი: დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. მეორე: განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე. უახლოეს დროში იქნება გაძლიერება… დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები - უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ. შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.