ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია აბაშიძე: "რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012

ქართული ოცნება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და NDI-ის გამოკითხვების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს, ხოლო ოპოზიცია პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში იმყოფება.

გია აბაშიძე: "რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012
გია აბაშიძე: "რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012POSTV

“რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%), თუნდაც, NDI-ის გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“რომ შევკრიბოთ ეს ათი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური ნამცეცი, მივხვდებით, რომ უტიფარი „ნაცლუზერობა“ შეუცვლელი მოცემულობაა.

ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის, უბრალოდ, კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვის აბარებს ქვეყნის სადავეებს, ნაცმანქურთებს კი ის უკიდურესად არაკომფორტული რეჟიმი შერჩენიათ, სადაც მათთვის მთავარია არაფრისმომცემი პროცესი, ტყუილი, დრამატიზაცია-მეზღაპრეობა, ხელისუფლების მაქსიმალური დემონიზაცია და კიდევ ერთი ისტორიული მარცხის „ზეიმი“, – წერს აბაშიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%), თუნდაც, NDI-ის გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.