ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Geely ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაში ინვესტირებს

ავტომწარმოებელი Geely Holding-ი ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ჩანაცვლების სტარტაპ Nio Power-ში 30%-იან წილს ყიდულობს. გარიგება Geely-ის კუთვნილი Yiyi Power-ის 100%-იანი წილისა და 94.8 მილიონი დოლარის გადაცემას ითვალისწინებს, რის შედეგადაც Nio Power-ის საბაზრო შეფასება 2.4 მილიარდი დოლარი გახდა.

Geely ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაში ინვესტირებს
Geely ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაში ინვესტირებსBM.GE

ავტომწარმოებელი Geely Holding-ი ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ჩანაცვლების სტარტაპ Nio Power-ში 30%-იან წილს ყიდულობს.

გარიგება Geely-ის კუთვნილი Yiyi Power-ის 100%-იანი წილის გადაცემასა და $94.8 მილიონის ოდენობის ნაღდი ფულის გადაცემას ითვალისწინებს. ინვესტიციის შემდეგ Nio Power-ის საბაზრო შეფასება $2.4 მილიარდს შეადგენს.

როგორც ცნობილია, Geely-ის კომერციული ავტოპარკების ელემენტების ჩანაცვლების ბიზნესი Nio Power-ის ქსელში სრულად ინტეგრირდება, ხოლო სამომხმარებლო ელექტრომობილების სეგმენტში მხარეები ერთობლივი სტანდარტების შემუშავებას გეგმავენ.

ცნობისთვის, კომპანიებმა დამტენი და ელემენტების ჩანაცვლების ქსელების სტრატეგიული პარტნიორობა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში დაიწყეს, 2024 წლის მარტში კი თანამშრომლობა გააფართოვეს. Nio Power-ი, რომელიც 2017 წელს დაარსდა, 2030 წლისთვის 10,000 ელემენტების ჩანაცვლების სადგურის ოპერირებას გეგმავს. თავის მხრივ, Geely 2027 წლის ბოლოსთვის 22,000-ზე მეტი დამტენი სადგურისა და 100,000-ზე მეტი კონექტორის ექსპლუატაციაში გაშვებას აპირებს.

ბატარეების ჩანაცვლების ტექნოლოგიაზე ჩინური კომპანიები დიდ ფსონებს დებენ, რადგან ინდუსტრიის ლიდერები ფიქრობენ, რომ მასშტაბის ეკონომიის გათვალისწინებით, ელექტრომობილების ბატარეების ჩანაცვლება უფრო მეტად გაიაფდება და პრაქტიკული გახდება, რაც EV-ებზე მოთხოვნას ბუნებრივად გაზრდის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.