ვარკეთილში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი მოძრავი ავტომობილი საპარკინგე ზოლში მდგომ მანქანებს დაეჯახა და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიმტვრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, ერთი მოძრავი ავტომობილი საპარკინგე ზოლში მდგომ მანქანებს დაეჯახა, რამაც რამდენიმე ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.
“ინტერპრესნიუსი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.