ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სამტრედიის სკოლაში ბავშვი ლურსმანს გამოედო და ოპერაცია დასჭირდა

ქართული ოცნება

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე სპორტდარბაზის კარზე არსებულ ლურსმანს გამოედო, რის შედეგადაც ინფექცია განუვითარდა და ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. მომხდარი დაადასტურა სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც.

სამტრედიის სკოლაში ბავშვი ლურსმანს გამოედო და ოპერაცია დასჭირდა
სამტრედიის სკოლაში ბავშვი ლურსმანს გამოედო და ოპერაცია დასჭირდანეტგაზეთი

რეგიონული მედია „მთავარი ამბების“ ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო, ინფექცია განუვითარდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

„წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე სპორტდარბაზში სხვა ბავშვს მისდევდა, რა დროსაც სპორტდარბაზის კარი მიიხურა და კარზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულ-მკერდის არეში გამოედო. მოგვიანებით მოსწავლეს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს“, — წერს „მთავარი ამბები“.

გამოცემის ცნობით, ფაქტს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ. რესურსცენტრის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. სპორტდარბაზის კარზე დამაგრებული ლურსმანი ადმინისტრაციამ შემთხვევისთანავე ამოიღო.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.