ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით ალტერნატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს
ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით ალტერნატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა წერია მმართველი გუნდის კანონპროექტში, ვინაიდან 40-ათასლარიანი ზღვარი უკვე მიუღებელი იყო და მისი გაზრდა აუცილებელი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია ადმინისტრირებისა და პირობების საკითხებიც.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით ალტერნატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია გაირკვეს, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტში კონკრეტულად რა წერია.
მისი თქმით, 40 ათას ლარიანი ზღვრის არსებობა უკვე მიუღებელი იყო, რადგან როცა ეს ნორმა დაწესდა, სხვა იყო შემოსავლები.
„ეს ის თანხა არ იყო, რაზეც შეიძლება, ზღვარი გაგევლო და მოქალაქეები დაგებეგრა. ამიტომ, ზღვარია გაზრდა საჭირო იყო. უნდა ვნახოთ, კანონში რა წერია. რომ იზრდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თუ სხვა პირობები მოჰყვება, ეს უნდა ვნახოთ. ანუ, ვის ეხება, როგორ მოხდება ადმინისტრირება და ა.შ“, – განაცხადა კერესელიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ეს ის თანხა არ იყო, რაზეც შეიძლება, ზღვარი გაგევლო და მოქალაქეები დაგებეგრა. ამიტომ, ზღვარია გაზრდა საჭირო იყო. უნდა ვნახოთ, კანონში რა წერია. რომ იზრდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თუ სხვა პირობები მოჰყვება, ეს უნდა ვნახოთ. ანუ, ვის ეხება, როგორ მოხდება ადმინისტრირება და ა.შ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.