ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო, გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს. შვედეთის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების, ამომრჩეველზე ზეგავლენისა და ხმების მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო, გამოძიება დაიწყო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო, გამოძიება დაიწყორუსთავი 2

13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, შვედეთის პარლამენტში, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს,

სომალური მედიის ინფორმაციით, ახლად არჩეულ ჯგუფში შედიან "მწვანეთა პარტიის" წევრები: ლეილა ალი ელმი, მურსალ ისა და მოჰამედ აბდუქანი. გარდა ამისა, "მემარცხენე პარტიიდან" მანდატები ილიას ჰასანმა და მოჰამედ აბდუქარდირ ალიმ მოიპოვეს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ შვედეთის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სტოკჰოლმის პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მოკვლევა ხუთი საჩივრის მიღების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ამომრჩეველზე ზეგავლენასა და ხმების სავარაუდო მოსყიდვას ეხება.

მედიის ცნობით, საქმეში გამოძიების მთავარი მოქმედი პირი "მემარცხენე პარტიის" დეპუტატობის კანდიდატი მოჰამედ აბდუკარდირ ალი გახდა, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენში პარტიის სხვა წარმომადგენლებს მოულოდნელად გაუსწრო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.