ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის სენატორებმა რუბიოს აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მიმართეს

ქართული ოცნება

აშშ-ის ორმა დემოკრატმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს მოწოდებით, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშიროს.

აშშ-ის სენატორებმა რუბიოს აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მიმართეს
აშშ-ის სენატორებმა რუბიოს აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მიმართესნეტგაზეთი

აშშ-ის ორმა დემოკრატმა და ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს და მოუწოდეს, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშიროს.

მიმართვას დემოკრატი სენატორები პიტერ უელჩი და ტიმ კეინი და რესპუბლიკელი ტომ ტილისი აწერენ ხელს. მათი თქმით, აზერბაიჯანთან გრძელვადიანი პარტნიორობა კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.

სენატორები წერენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა, „ტრამპის მარშრუტის“ – TRIPP-ის ხელშეწყობა და „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე მუხლის მოქმედების დროებით შეჩერება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის „კარტ-ბლანში“ ქვეყნის შიგნით რეპრესიებისთვის.

მათი განცხადებით, აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმრის არსებობა საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელობას აკნინებს. სენატორები რუბიოს მოუწოდებენ, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობად ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება განიხილოს.

მიმართვაში კონკრეტულად არიან მოხსენიებული აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი ალი ქერიმლი, მედიის ექსპერტი ალესკერ მამედლი, ეკონომისტი გუბად იბადოღლუ, საარჩევნო ექსპერტი ანარ მამედლი, „რადიო თავისუფლების“ ეკონომიკური მიმომხილველი ფარიდ მეჰრალიზადე, უფლებადამცველი რუფათ საფაროვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თოფიგ იაგუბლუ და ჟურნალისტი ულვია გულიევა (ულვია ალი).

სენატორებმა მაგალითად ბელარუსის შემთხვევა მოიყვანეს და განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მიმართაც უნდა გამოიყენოს.

აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მხარეებმა 10 თებერვალს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი თანამშრომლობის მიმართულებებს შორის რეგიონულ დაკავშირებადობას, ენერგეტიკას, ვაჭრობასა და ტრანზიტს, ეკონომიკას, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს, ასევე უსაფრთხოებასა და თავდაცვას მოიცავს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.