როგორ გახდეს ინტერნეტი უფრო სწრაფი, იაფი და ხარისხიანი - საკითხებზე "ქართული ინტერნეტინდუსტრიის ფორუმზე" იმსჯელეს
ქართული ინტერნეტინდუსტრიის ფორუმზე დარგის სპეციალისტებმა, პროვაიდერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ინტერნეტის გაუმჯობესებაზე, სწრაფი ინტერნეტის რეგიონებში მიყვანის გეგმებზე, ბაზრის რეგულაციებსა და კონკურენციაზე იმსჯელეს.

როგორ გახდეს ინტერნეტი უფრო სწრაფი, იაფი და ხარისხიანი - ამ საკითხებზე "ქართული ინტერნეტინდუსტრიის ფორუმზე" იმსჯელეს.
დარგის სპეციალისტებმა, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო პროვაიდერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციასა და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რაც სწრაფი ინტერნეტის იმ სოფლებში მიყვანას ითვალისწინებს, სადაც ქსელი ჯერ არ არის.
განიხილეს, ასევე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ახალი რეგულაციები და ტექნოლოგიური სიახლეები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.