დღეს ალავერდობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ალავერდობას და 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. ალავერდის მონასტერში მიტროპოლიტმა დავითმა ღამისთევის მსახურება აღავლინა, დღესასწაულთან დაკავშირებით კი მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს.
განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.
იოსებ ალავერდელი, ასურელ მამებთან ერთად, საქართველოში სირიიდან მე-6 საუკუნეში შემოვიდა და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც დღეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსია აგებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.