სვანეთში, ლახამულას ხეობაში, წიწვოვანი ტყის გადასარჩენად, სპეციალისტები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ
მესტიაში, ლახამულას ხეობაში, სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა წიწვოვანი ტყის ხმობის მიზეზი დაადგინეს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ხეებს მავნებელი ქერქიჭამია აზიანებს, რის წინააღმდეგაც ტყეში სპეციალური მწერ-მჭერები განათავსეს.

წიწვოვანი ტყე ხმება მესტიაში, ლახამულას ხეობაში. სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე კვლევა უკვე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ხეებს გავრცელებული მავნებელი - ქერქიჭამია აზიანებს.
პრობლემის მოსაგვარებლად, ტყეში სპეციალური მწერ-მჭერები განათავსეს. ხეობის რთული რელიეფის გამო, გაწმენდითი სამუშაოები სიფრთხილით იგეგმება, რათა არ მოხდეს ეროზია და გარემოს დაზიანება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.