შალვა კერესელიძე – სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა აერთიანებენ, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ
პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, სამინისტროების გაყოფა და შემდგომი გაერთიანება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები თანამდებობის პირების პირად ამბიციებს ერგება. მისი თქმით, ხელისუფლებას რეგიონების რეალური განვითარების სურვილი არ აქვს.

ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას
„სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა ისევ აერთიანებენ. ხელისუფლების გზავნილი, თითქოს რეგიონები მათთვის გამოწვევა და პრიორიტეტულია, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს. ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამისი ნება და სურვილი არ აქვს. ეს ყველაფერი კეთდებოდა, რათა პერსონებზე მოერგოთ. რეგიონული სამინისტრო ჯერ გრიგოლ ლილოაშვილს შეუქმნეს და შემდეგ დაიჭირეს. სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას მამუკა მდინარაძისთვის აპირებდნენ და ის პოლიტიკიდან წავიდა. ახლა რეგიონულ სამინისტროს საერთოდ აუქმებენ, თავისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა კერესელიძემ.
ციტატები სტატიიდან
„სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა ისევ აერთიანებენ. ხელისუფლების გზავნილი, თითქოს რეგიონები მათთვის გამოწვევა და პრიორიტეტულია, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს. ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამისი ნება და სურვილი არ აქვს. ეს ყველაფერი კეთდებოდა, რათა პერსონებზე მოერგოთ. რეგიონული სამინისტრო ჯერ გრიგოლ ლილოაშვილს შეუქმნეს და შემდეგ დაიჭირეს. სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას მამუკა მდინარაძისთვის აპირებდნენ და ის პოლიტიკიდან წავიდა. ახლა რეგიონულ სამინისტროს საერთოდ აუქმებენ, თავისი ინფრასტრუქტურით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.