საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის მატჩის გამო თბილისში, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები შეეხება სლავა მეტრეველის, წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთს, მაიაკოვსკის, ყიფიანისა და ცაბაძის ქუჩებს.

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.