ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საცხოვრებელ ბინებში შეაღწია, დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორში შსს-ს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება საცხოვრებელ ბინებში შეღწევა, მოქალაქეთა ოქროს ნივთების დაუფლება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

საცხოვრებელ ბინებში შეაღწია, დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს - დაკავებულია 1 პირი
საცხოვრებელ ბინებში შეაღწია, დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს - დაკავებულია 1 პირიფორმულა

გორში, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვადასხვა დროს გორში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ ოქროს ნივთებს.

"ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი ნაქურდალი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, ამოღებულია ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.