ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 30-მდე ადამიანი, მათ შორის მსახიობი სიუზან სარანდონი დააკავეს გზის გადაკეტვის გამო.

ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის
ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვისPOSTV

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.

აქცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამდე გაიმართა. გაერო-ს შენობის წინ დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტების ძირითადი ჯგუფი ადგილზე დარჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

ნიუ-იორკის სისხლის სამართლის კანონის 240.20 მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ითვალისწინებს, მათ შორის, ტრანსპორტის ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხებას და შეკრების დაშლის შესახებ პოლიციის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობას.

ამ სამართალდარღვევისთვის კანონით შესაძლებელია: 250 აშშ დოლარამდე ჯარიმა; 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა; ან ორივე სანქცია ერთად.

მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ყველა მათგანს სასამართლოში გამოცხადების უწყება გადაეცა და, ხანმოკლე დაკავების შემდეგ, სახლში გაუშვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.