ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ
ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მევენახეობა და მეღვინეობა არის სოფლის მეურნეობის დარგი და ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა მოქმედებდეს. მისი თქმით, ამავდროულად ეს არის ერის ეთნო-ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების საფუძველი, რომელსაც ეროვნული, პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა კი ამ დარგის მიმართ სენსიტიურია.

მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
„მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილიც, მაგრამ ამავდროულად ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ეთნო-ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების ერთ-ერთი საბაზისო მოცემულობა.
ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია.
თითოეული წარმატება და გამოწვევა, რომელიც მევენახეობის ცხოვრებასა და განვითარებასთან არის დაკავშირებული, მწვავედ აღიქმება, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვანი დარგებისგან, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილიც, მაგრამ ამავდროულად ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ეთნო-ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების ერთ-ერთი საბაზისო მოცემულობა. ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია. თითოეული წარმატება და გამოწვევა, რომელიც მევენახეობის ცხოვრებასა და განვითარებასთან არის დაკავშირებული, მწვავედ აღიქმება, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვანი დარგებისგან, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.