ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

აფეთქება ათენში – მაშველებმა ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ათენის ცენტრში, პლაკას რაიონში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მერის განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას უკავშირდება.

აფეთქება ათენში – მაშველებმა ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
აფეთქება ათენში – მაშველებმა ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვესალია

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – როგორც ათენის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, დღეს დილით ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მაშველები ასაკოვან წყვილსა და კიდევ სამ ტურისტს ეძებენ.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ ტურისტებს, რომელთა ეროვნებაც ჯერჯერობით უცნობია, სახლი პარასკევს უნდა დაეტოვებინათ სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.

ათენის მერის, ჰარის დუკასის ცნობით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას უკავშირდება.

ათენის ისტორიულ ცენტრში, პლაკას რაიონში, აკროპოლისთან ახლოს, ძლიერი აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ დილით, ლისიკრატუსის ქუჩაზე მოხდა. გუშინ ინფორმაცია მხოლდო დაშავებულების შესახებ გავრცელდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.