გუდაურში, სატვირტო მანქნა კლდეს დაეჯახა - დაშავდა 2 ადამიანი
გუდაურში, ზემო მლეთასთან, სატვირთო მანქანა კლდეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

გუდაურში, ზემო მლეთასთან, სატვირთო მანქანა კლდეს შეეჯახა. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო საცობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.