ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

EUobserver: ხელფასების გამჭვირვალობის გამოწვევები და გენდერული დისკრიმინაცია - სისტემური ხარვეზები ბრიუსელის არასამთავრობო სექტორში

EUobserver-ის სტატიის თანახმად, ხელფასების გამჭვირვალობის დირექტივის ამოქმედების მიუხედავად, ბელგიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ახალი რეგულაციები ძირითადად მხოლოდ საჯარო სექტორში დაინერგა, ხოლო კერძო და არასამთავრობო სექტორებში გენდერული ნიშნით შემოსავლების სხვაობა და სისტემური ხარვეზები კვლავ პრობლემად რჩება. სტატიაში მოყვანილია ბრიუსელის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ანკა პადურარუს გათავისუფლების საქმე, რომელმაც ანაზღაურებაში არსებული გენდერული დისკრიმინაცია გამოავლინა.

EUobserver: ხელფასების გამჭვირვალობის გამოწვევები და გენდერული დისკრიმინაცია - სისტემური ხარვეზები ბრიუსელის არასამთავრობო სექტორში
EUobserver: ხელფასების გამჭვირვალობის გამოწვევები და გენდერული დისკრიმინაცია - სისტემური ხარვეზები ბრიუსელის არასამთავრობო სექტორშირუსთავი 2

ევროკავშირის მასშტაბით ანაზღაურების გამჭვირვალობის დირექტივის ამოქმედების ვადა 2026 წლის 7 ივნისს ამოიწურა, თუმცა ბელგიის მსგავსად ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ახალი რეგულაციები სრულყოფილად მხოლოდ საჯარო სექტორში დანერგა, - სტატიას EUobserver აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, კერძო და არასამთავრობო სექტორში გენდერული ნიშნით შემოსავლების სხვაობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პრობლემის თვალსაჩინო მაგალითი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ბრიუსელის არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებული ანკა პადურარუს საქმეა - რომელმაც გამოავლინა, რომ მისი თანამდებობისა და გამოცდილების მქონე კოლეგა მამაკაცი მასზე გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებდა, რის შემდეგაც ქალი სამსახურიდან ქალთა დღეს 2024 წლის 8 მარტს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მიუხედავად წარუმატებელი პირველი ინსტანციის სასამართლო დავისა, რომელმაც მის ოჯახს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა, მან 2026 წლის სექტემბერში დისკრიმინაციის მრავალ ეპიზოდზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქმე ააშკარავებს სისტემურ ხარვეზს - ახალი რეგულაციები ძირითადად მსხვილ კომპანიებზეა გათვლილი, ხოლო მცირე ორგანიზაციები, სადაც ადამიანური რესურსების განყოფილება არ ფუნქციონირებს, ანაზღაურების გამჭვირვალობის ვალდებულებების მიღმა რჩებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.