ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: "ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი

გიორგი გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მედიაში ირანელი პოლიტიკოსის მუქარის გავრცელებას და რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: "ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი
გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: "ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთიPOSTV

გიორგი გამსახურდია, „ნეტგაზეთის“ მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამეიენის მრჩევლის მუქარის გავრცელებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი მედია-რესურსით უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე ძალას წარმოადგენს.

მისი თქმით, საქართველოს რომ ფრენები არ აეკრძალა, ამ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებდნენ, ახლა კი, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსის მუქარას – “თუ ირანს არ ექნება ფრენები, მაშინ რეგიონში არავის ექნება” – სპეციალურად ავრცელებენ.

„აი ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად. რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო. ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად. გავიგე, რომ გამწარებულია ქალბატონი ეთერი, მისი მეუღლე მზიას პატიმრობით, მაგრამ ამის გამო ქვეყანას არ უნდა ავნო,” – წერს გიორგი გამსახურდია.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.