დავით მათიკაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალები სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალები სარკეში ჩაახედა. მისი თქმით, ისინი სექტად ქცეული ადამიანები არიან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა ეროვნული ღირებულებები, არამედ გარედან ნაკარნახევი დღის წესრიგი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალები სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები მართლაც სექტას ემსგავსენიან, რომელთათვის მნიშვნელოვანია არა ეროვნული ღორებულებები და იდეები, არამედ ის დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის გარედან არის ნაკარნახევი და ეროვნულ საკითხს არ წარმოადგენს.
„რასაც ვხედავთ, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ მოეწომათ და თავის მართლების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა რაც უფრო მეტად ისაუბრებენ ამ თემაზე, მით უფრო დაადასტურებენ, რომ შალვა პაპუაშვილი მართალი იყო, როცა მათ სექტა უწოდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რასაც ვხედავთ, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ მოეწომათ და თავის მართლების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა რაც უფრო მეტად ისაუბრებენ ამ თემაზე, მით უფრო დაადასტურებენ, რომ შალვა პაპუაშვილი მართალი იყო, როცა მათ სექტა უწოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.