ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იუდეველები სუქოთის დღესასწაულს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ებრაულ თემს დღესასწაული მიულოცა.

იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ
იუდეველები სუქოთს აღნიშნავენინტერპრესნიუსი

25 სექტემბერს - 2 ოქტომბერს იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„სუქოთი, ანუ „კარვობა" ებრაული კალენდრის ერთ–ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაულ თემს და მშვიდობას უსურვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.