ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2026 მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ეწყობა შეხვედრები ტურისტულ ორგანიზაციებთან და ტუროპერატორებთან. ადმინისტრაციამ ასევე ჩაატარა როუდშოუები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთPOSTV

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2026 (Arabian Travel Market) მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია მიმდინარეობს; მოეწყო შეხვედრები მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ორგანიზაციებთან, ტუროპერატორებთან, ავიაკომპანიებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციასთან, ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად წარდგა.

დუბაის ტურისტულ გამოფენამდე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში როუდშოუები ჩაატარა.

რიადსა და დუბაიში გამართულ ღონისძიებებში ყურის ქვეყნების უმსხვილესი ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ.

როუდშოუების ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები და B2B შეხვედრები გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.