ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვულკანის ამოფრქვევა“ უარყვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის შესახებ უარყვეს. ადგილზე გადასულმა მაშველებმა დაადგინეს, რომ ნათებისა და კვამლის მიზეზი ციცაბო ფერდობზე მდგარი ხე იყო, რომელსაც მეხი დაეცა.

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვულკანის ამოფრქვევა“ უარყვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში „ვულკანის ამოფრქვევა“ უარყვესრადიო თავისუფლება

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და თვითმხილველის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, რიწისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან ფერდობზე რამდენიმე საღამოს განმავლობაში მცირე ნათებები ჩანდა.

„უკვე მეორე დღეა, საღამოს ვხედავთ პატარა ცეცხლებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და მალევე ქრება. ჩვენი აზრით, შეიძლება ეს ლავა იყოს, პატარა ვულკანი. ჩვენი მთები ძალიან ახალგაზრდაა და ყველა ნიშნით ლავას ჰგავს“, - ამბობდა ვიდეოს ავტორი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მაშველთა ჯგუფი გავიდა. ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთულად მისადგომი მთიანი ტერიტორია დრონის საშუალებითაც შეისწავლეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ კვამლისა და ნათების მიზეზი ციცაბო კლდოვან ფერდობზე მდგარი ხე აღმოჩნდა, რომელსაც, სავარაუდოდ, უამინდობის დროს მეხი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. უწყებამ ადგილზე გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

ვიდეო რიწის პარკიდან

by რადიო თავისუფლება

No media source currently available

0:00

0:00:14

0:00

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ვულკანური აქტივობის ან ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრის საფრთხის ნიშნები არ გამოვლენილა.

რიწის პარკი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. 16 229 ჰექტარის ფართობის პარკი 1946 წელს შეიქმნა შავი ზღვის სანაპიროს მთიანი ლანდშაფტის დაცვის მიზნით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკვე მეორე დღეა, საღამოს ვხედავთ პატარა ცეცხლებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და მალევე ქრება. ჩვენი აზრით, შეიძლება ეს ლავა იყოს, პატარა ვულკანი. ჩვენი მთები ძალიან ახალგაზრდაა და ყველა ნიშნით ლავას ჰგავს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.