ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქორწინების სახლს [კონკა] შლიან, აპირებენ მისი “იდენტური სახით აღდგენას”

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის [კონკა] ნაწილობრივი დაშლა და იდენტური სახით აღდგენა მიმდინარეობს. მზიდი კონსტრუქციების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა და III კატეგორიის ავარიულობის გამო სამუშაოებს შპს „აბსოლუტპლუსი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 074 573 ლარია.

ქორწინების სახლს [კონკა] შლიან, აპირებენ მისი “იდენტური სახით აღდგენას”
ქორწინების სახლს [კონკა] შლიან, აპირებენ მისი “იდენტური სახით აღდგენას”ნეტგაზეთი

ქორწინების სახლს [კონკა] შლიან, აპირებენ მისი “იდენტური სახით აღდგენას”.

კახა კალაძემ ზაფხულში დააანონსა, რომ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის “ნაწილობრივ დაშლა” და შემდეგ “იდენტური სახით” აღდგენა იგეგმებოდა.

სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შენობა თითქმის მთლიანად დაშლილია.

ფოტო © ცოტნე ჯაფარიძე

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ზაფხულშუ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს „აბსოლუტპლუსი“, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულება გაუფორმა თბილისის განვითარების ფონდმა. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 1 074 573 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრულია წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 14 თვე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.