ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გუნბა: აფხაზეთში გზებსა და კოდორის ხეობის გვირაბს რუსეთი აღადგენს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერითა და სერგეი კირიენკოს მონაწილეობით აფხაზეთში საგზაო ინფრასტრუქტურისა და კოდორის ხეობის გვირაბის აღდგენა იგეგმება. სამუშაოები შეეხება რეგიონის სხვადასხვა რაიონსა და სოფლის გზებს.

გუნბა: აფხაზეთში გზებსა და კოდორის ხეობის გვირაბს რუსეთი აღადგენს
გუნბა: აფხაზეთში გზებსა და კოდორის ხეობის გვირაბს რუსეთი აღადგენსნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, აფხაზეთში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარება მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მასშტაბური სამუშაოები რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს პირადი მონაწილეობით ხორციელდება.

„ამ მხარდაჭერის წყალობით განვსაზღვრეთ ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და დღეს რესპუბლიკაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა გუნბამ ქალაქებისა და რაიონებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ გამართულ თათბირზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პროექტია კოდორის ხეობაში გვირაბის რეკონსტრუქცია, რომლის მდგომარეობაც, გუნბას შეფასებით, მანამდე კრიტიკული იყო.

ასევე, მისი თქმით, დაგეგმილია ახალი ათონის ორი გზის რეკონსტრუქცია.

გუნბას თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმიური სამუშაოები უნდა დაიწყოს ტყვარჩელის, გულრიფშისა და გაგრის რაიონებში, ასევე გალის რაიონსა და სოხუმში.

„ამ მასშტაბური პროექტით ყველა რაიონია მოცული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოქალაქეებს ცხოვრებას, პირველ რიგში, სოფლის მცხოვრებლებს, რადგან პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სოფლის გზების აღდგენასა და შეკეთებას ეთმობა“, – განაცხადა გუნბამ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მხარდაჭერის წყალობით განვსაზღვრეთ ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და დღეს რესპუბლიკაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამ მასშტაბური პროექტით ყველა რაიონია მოცული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოქალაქეებს ცხოვრებას, პირველ რიგში, სოფლის მცხოვრებლებს, რადგან პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სოფლის გზების აღდგენასა და შეკეთებას ეთმობა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.