ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თანამდებობას ტოვებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განაცხადა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მას შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. სულამანიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მის წარუმატებლობას, არამედ სააგენტოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეორგანიზაციებსა და შემაშფოთებელ სამართლებრივ პრაქტიკას ასახავს.

თანამდებობას ტოვებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი
თანამდებობას ტოვებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორინეტგაზეთი

გიორგი სულამანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 21 სექტემბრიდან დატოვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მისივე განცხადებით, ამ პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა, ხოლო მთლიანად დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წელი გაატარა.

სულამანიძე ამბობს, რომ სააგენტომ მას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა:

„მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი“.

სულამანიძე იხსენებს იმ შედეგებს, რასაც ამ წლების მანძილზე მიაღწიეს, მათ შორის, ვიზიტორთა რაოდენობა ზრდა, სამეცნიერო პროექტები, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა ფოტოხაფანგები, SMART-ისა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის განვითარება, ასევე ბრაკონიერობასთან ბრძოლა.

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ვერ განიხილავს მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას.

„ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.

ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.

თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს. პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის“, – წერს სულამანიძე.

_______________________________________________

2015 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი სულამანიძეს მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს.

„როგორც აღმოჩნდა, ეს არის ხელის ხელყუმბარა რომელზეც გარკვეული წარწერები იყო ამოტვიფრული. ეს არის გაფრთხილება – წადით“, – თქვა მაშინ სულამანიძემ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს. თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს. პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„როგორც აღმოჩნდა, ეს არის ხელის ხელყუმბარა რომელზეც გარკვეული წარწერები იყო ამოტვიფრული. ეს არის გაფრთხილება – წადით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.