ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 3 ყოფილ ე.წ. დეპუტატს რუსეთში შესვლის უფლება აღუდგინეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ ყოფილ ე.წ. დეპუტატს — დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნეს. ადრე მათ ეს აკრძალვა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დადგენის კანონპროექტზე მუშაობისა და რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფონზე დაუწესეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 3 ყოფილ ე.წ. დეპუტატს რუსეთში შესვლის უფლება აღუდგინეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 3 ყოფილ ე.წ. დეპუტატს რუსეთში შესვლის უფლება აღუდგინესტაბულა

დამოუკიდებელი რუსული მედია კავკაზსკი უზელი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის სამ ყოფილ ე.წ. დეპუტატს: დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნეს. 2024 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ხსენებულ სამ პირს რუსეთის ფედერაციაში შესვლა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დადგენის კანონპროექტზე მუშაობის გამო აეკრძალათ.

აკრძალვის მოხსნის შესახებ ცნობა გაავრცელეს ოსურმა ტელეგრამ არხებმაც. კავკაზსკი უზელის წყარომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. მათი თქმით, აკრძალვის დასრულების შესახებ სანაკოევმა, მულდაროვმა და მედოევმა სამი დღის წინ შეიტყვეს.

2024 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სანაკოევს, მულდაროვსა და მედოევს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გაუგზავნა შეტყობინება რუსეთი მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ФСБ ე.წ. დეპუტატებს ადანაშაულებდა "დაძაბულობის ზრდასა და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად". ასევე, მათ ბრალად ედებოდათ რუსეთის "ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა".

სანაკოევი გადაწყვეტილებას "რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობას" და "სამხრეთ ოსეთში პროქართული ლობის საქმიანობას" უკავშირებდა. ოკუპირებული ცხინვალის მაშინდელმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა დეპუტატების აქტიურობას, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დემარკაციის შესახებ, უდროო უწოდა და ისინი შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა. სამივე პირი ამბობდა, რომ ФСБ-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ.

2024 წლის მარტის მეორე ნახევარში ე.წ. დეპუტატებს რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აუკრძალეს.

რუსეთმა შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვას სამ ე.წ. დეპუტატს ოკუპირებული ცხინვალიდან

მედია: ოკუპირებული ცხინვალის სამ ე.წ. დეპუტატს რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.