ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება, მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან "შიგევროპელობის" საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება გიორგი გველესიანის განცხადებებს და აკრიტიკებს ოპოზიციურ ძალებსა და ცნობილ სახეებს, მისი თქმით, შიგევროპელების ფრუსტრაცია და ისტერიული რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ მათ გავლენასკენ მიმართული მცდელობები მარცხდება.

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება, მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან "შიგევროპელობის" საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება, მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან "შიგევროპელობის" საჯარო დადასტურებას ითხოვდნენრუსთავი 2

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, გველესიანმა მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ,,ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ”.

შაქარიშვილის განცხადებით, ,,შიგევროპელებს” ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, მედიები და ამ მწარე ფრუსტრაცის გამო, ისტერიული რეაქცია აქვთ გველესიანის ნათქვამ სიმართლეზე.

"გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება.

გიორგი გველესიანმა თქვა სიმართლე, მოახდინა ფაქტის კონსტატაცია და გაიხსენა ვითარება, როდესაც ეგზალტირებული შიგევროპელები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისგან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან საკუთარი „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ. ეს იყო „ისტორიის სწორ მხარეს“ გადასასვლელი ერთგვარი ბილეთი. ზოგი ბულინგს ექვემდებარებოდა, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგს კომპრომატებს ახსენებდნენ, ზოგი კი, ვისაც სიკვდილზე მეტად ყოველთვის „გოიმობის“ ეშინია, საკუთარი ნებით კეკლუცობდა ფსევდო-ტრენდების წინაშე.

მართალია ძალიან რთული წლები გავიარეთ, არაერთი რევოლუციური მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე ამოვიდა და მიმდინარეობს საბოლოო გადარეცხვის პროცესი. როდესაც საუბარია ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, აგენტურულ ძალებთან ერთად, მათ მიერ აგრესიული მდაბიოებისგან ხელოვნურად შექმნილი „ელიტის“ გასტუმრებაც იგულისხმება. ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, საკუთარ პლატფორმებად გადაქცეული ნაცმედიები, და გრძნობენ, რომ ბუნებრივ ადგილს უბრუნდებიან(ბუღაძის და ამაღლობელის ტუალეტს) არადა პირიქით ეუბნებოდნენ - აი სულ ცოტა დაგვრჩა და ჩამოვშლით ხელისუფლებასო... მაგრამ მწარე ფრუსტრაცია განიცადეს და დღეს იმიტომაც აქვთ ისტერიული რეაქცია გველესიანის ნათქვამზე და ზოგადადაც იმიტომაც არი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმე,” - წერს ვატო შაქარიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ. ეს იყო „ისტორიის სწორ მხარეს“ გადასასვლელი ერთგვარი ბილეთი. ზოგი ბულინგს ექვემდებარებოდა, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგს კომპრომატებს ახსენებდნენ, ზოგი კი, ვისაც სიკვდილზე მეტად ყოველთვის „გოიმობის“ ეშინია, საკუთარი ნებით კეკლუცობდა ფსევდო-ტრენდების წინაშე. მართალია ძალიან რთული წლები გავიარეთ, არაერთი რევოლუციური მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ მთელი ეს ნაგავი ზედაპირზე ამოვიდა და მიმდინარეობს საბოლოო გადარეცხვის პროცესი. როდესაც საუბარია ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე, აგენტურულ ძალებთან ერთად, მათ მიერ აგრესიული მდაბიოებისგან ხელოვნურად შექმნილი „ელიტის“ გასტუმრებაც იგულისხმება. ეცლებათ ფული, დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, საკუთარ პლატფორმებად გადაქცეული ნაცმედიები, და გრძნობენ, რომ ბუნებრივ ადგილს უბრუნდებიან(ბუღაძის და ამაღლობელის ტუალეტს) არადა პირიქით ეუბნებოდნენ - აი სულ ცოტა დაგვრჩა და ჩამოვშლით ხელისუფლებასო... მაგრამ მწარე ფრუსტრაცია განიცადეს და დღეს იმიტომაც აქვთ ისტერიული რეაქცია გველესიანის ნათქვამზე და ზოგადადაც იმიტომაც არი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმე,“
ვატო შაქარიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.