თამარ კიკნაძე გერმანიაში მიმდინარე მოვლენებზე: „ჩემი აზრით, ეს პროცესები მთელ ევროპაზე გავრცელდება“ •
პროფესორმა თამარ კიკნაძემ გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროცესები შესაძლოა მთელ ევროპაზე გავრცელდეს და აღნიშნული პარტია უბრალოდ მოსახლეობის რეალურ სურვილებსა და პრობლემებს გამოხატავს.

„ჩემი აზრით, ეს პროცესები მთელ ევროპაზე გავრცელდება“, – ამის შესახებ პროფესორმა, თამარ კიკნაძემ გერმანიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს ვუსმინე ამას წინათ და მან ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, თუ რამ განაპირობა მათი წარმატება: ისინი ახდენენ მოსახლეობის ინტერესების არტიკულაცია-აგრეგაციას. საუბრობენ იმაზე, რაც ხალხს უნდა. შესაძლოა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სრულად ვერ განახორციელონ თავიანთი პროგრამა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ლაპარაკობენ იმ რეალურ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აქვს.
ჩემი აზრით, ეს პროცესები მთელ ევროპაზე გავრცელდება. გარდა ამისა, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნებია საქსონიაში, საკმაოდ კარგი უპირატესობით მოიგეს მათ. თუ იქ რომელიმე პარტიას შეუერთდებიან და რამდენიმე დეპუტატსაც დაიმატებენ, გერმანიის კონსტიტუციიდან გამომდინარე, მათ ეცოდინებათ, როგორ დაბლოკონ ფედერალურ დონეზე გარკვეული გადაწყვეტილებები. ამიტომ, რაღაც ბერკეტი მათ უკვე აქვთ.
მე არ ჩავთვლიდი, რომ ეს ულტრამემარჯვენე ძალაა, უბრალოდ, ისინი გამოხატავენ იმ სურვილებს, რაც მოსახლეობას აქვს. ძალიან ყურადღებამისაქცევია, ბერლინსა და დასავლეთ გერმანიაში რა პროცესები განვითარდება – ეს პარტია აღმოსავლეთ გერმანიაში, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოიშვა, სადაც ჯერ კიდევ არის შერჩენილი ის ღირებულებები, რაც, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასაც აქვს“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ჩემი აზრით, ეს პროცესები მთელ ევროპაზე გავრცელდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.