ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"რამდენიმე ათეული მილიონი გაათეთრა" - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა საქართველოში რამდენიმე ათეული მილიონი უკანონო თანხა გაათეთრა, რომელზეც პროკურატურამ დაახლოებით 70 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა დააყადაღა.

"რამდენიმე ათეული მილიონი გაათეთრა" - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
"რამდენიმე ათეული მილიონი გაათეთრა" - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინესტაბულა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება სსკ-ს 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 70 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს" - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში გამოცხადდება ძებნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.