ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა საბანკო ანგარიშებზე მილიონობით უცხოური ვალუტა ჩარიცხა და თანხის წარმომავლობა შენიღბა, ნაწილი კი ოფშორულ ზონაში გადაიტანა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, დაახლოებით 70 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.