ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალს და მიიმალა - დმანისში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამაც გაავრცელა.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალს და მიიმალა - დმანისში 1 პირი დააკავეს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალს და მიიმალა - დმანისში 1 პირი დააკავესტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს." - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომ ის შეესწრო აღნიშნულ შემთხვევას. აქტივისტი ამბობს, რომ კაცის თქმით, "მეუღლე მისი ნებართვის გარეშე წავიდა ქორწილში."

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეუღლე მისი ნებართვის გარეშე წავიდა ქორწილში.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.