ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Self.HR, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში HR პროცესების მართვის პლატფორმა იყო, რებრენდინგს ატარებს და მომხმარებლებს ახალ ციფრულ სამუშაო სივრცეს - „Semeto“-ს წარუდგენს. ახალი პლატფორმა მიზნად ისახავს HR-თან ერთად სხვადასხვა გუნდური და ყოველდღიური სამუშაო პროცესების ერთ სივრცეში გაერთიანებას, ხოლო თავად Self.HR ეკოსისტემაში ქვებრენდად რჩება.

Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?
Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?BM.GE

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Self.HR, რომელიც რეგიონში HR სისტემების ერთ-ერთ წამყვან პროვაიდერად იქცა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია დღეს, 21 სექტემბერს, მომხმარებლებს ახალ პლატფორმასა და ახალ ბრენდს - "Semeto"-ს წარუდგენს.

Self.HR-ი ხუთი წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველი მიზანი კომპანიებისთვის HR პროცესების გამარტივება და მათი ციფრულად მართვა იყო. დღეს პლატფორმას 1 500-ზე მეტი კომპანია და 150 000-ზე მეტი თანამშრომელი იყენებს.

კომპანიის თანადამფუძნებლის, ნინო ფეიქრიშვლის, თქმით, ამ წლების განმავლობაში გაიზარდა არა მხოლოდ Self.HR-ის მასშტაბი, არამედ შეიცვალა ხედვაც იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად სამართავად.

„Self.HR-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი HR პროცესების გამარტივება და კომპანიებისთვის ყოველდღიური სამუშაოს უფრო მარტივად მართვა იყო. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობამ და დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპანიების საჭიროებები ამაზე ბევრად მეტია. მათ სჭირდებათ სხვადასხვა სამუშაო პროცესის ციფრულად მართვა ერთიან სივრცეში - იქნება ეს პროექტები და დავალებები, გუნდური კომუნიკაცია, დოკუმენტები და ხელმოწერები, რეკრუტინგი თუ ონბორდინგი“, - ამბობს ნინო ფეიქრიშვილი.

სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა "Semeto" - ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც სხვადასხვა მიმართულების გუნდებისთვის არის შექმნილი. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს HR-ის, ფინანსების, გაყიდვების, მარკეტინგის, ოპერაციების, პროექტებისა და სხვა გუნდების ყოველდღიური სამუშაო პროცესები და მათ შორის თანამშრომლობა უფრო მარტივი და დაკავშირებული გახადოს.

კომპანიის თანადამფუძნებლის, თემურ კევლიშვილის, განმარტებით, "Semeto"-ს შექმნის საფუძველი, მომხმარებლებისგან მიღებული გამოცდილება და კომპანიების ციფრული საჭიროებების უკეთ გააზრება გახდა.

„ამ პერიოდში გაიზარდა როგორც Self.HR-ი, ისე ჩვენი ხედვა. მომხმარებლებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ დაგვანახა, რომ ერთი მოდულით აღარ უნდა შემოვფარგლულიყავით და უფრო ფართო ეკოსისტემაზე უნდა გვეფიქრა. დღეს უკვე მკაფიოდ ვიცით, რომ კომპანიებს სჭირდებათ საერთო სივრცე, სადაც ადამიანები, გუნდები და პროცესები ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული.“ - ამბობს თემურ კევლიშვილი.

Semeto-ს გაჩენა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ გულისხმობს. ცვლილება მოიცავს პლატფორმის სტრუქტურას, ვიზუალურ იდენტობას, UX/UI-ს, მომხმარებლის გამოცდილებასა და კომპანიის შიდა კულტურასაც კი.

ამასთანავე, Self.HR არ ქრება - ის Semeto-ს ეკოსისტემაში დამოუკიდებელ ქვებრენდად რჩება და განვითარებას განაგრძობს, როგორც HR-ის მართვაზე ორიენტირებული სპეციალიზებული პროდუქტი. Self.HR-ი კვლავ უზრუნველყოფს HR პროცესების სრულყოფილ მართვას და მომხმარებლებს კიდევ უფრო განვითარებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

თავად "Semeto"-ს სახელწოდება აბრევიატურაა - "Self Managed Ecosystem for Teams and Operations". ახალი ბრენდი სწორედ იმ ეტაპს ასახავს, როდესაც Self.HR-ის გამოცდილება უფრო ფართო სამუშაო ეკოსისტემად ვითარდება და ტრანსფორმირდება.

თუ Self.HR-ი კომპანიების ციფრული განვითარების პირველი ეტაპი იყო, "Semeto" ამ გზის გაგრძელებაა - თუმცა, უფრო ფართო მასშტაბით, სადაც HR პროცესებთან ერთად, ყოველდღიური სამუშაო პროცესებიც ერთიან ციფრულ სივრცეში იყრის თავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„Self.HR-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი HR პროცესების გამარტივება და კომპანიებისთვის ყოველდღიური სამუშაოს უფრო მარტივად მართვა იყო. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობამ და დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპანიების საჭიროებები ამაზე ბევრად მეტია. მათ სჭირდებათ სხვადასხვა სამუშაო პროცესის ციფრულად მართვა ერთიან სივრცეში - იქნება ეს პროექტები და დავალებები, გუნდური კომუნიკაცია, დოკუმენტები და ხელმოწერები, რეკრუტინგი თუ ონბორდინგი“
ნინო ფეიქრიშვილი
„ამ პერიოდში გაიზარდა როგორც Self.HR-ი, ისე ჩვენი ხედვა. მომხმარებლებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ დაგვანახა, რომ ერთი მოდულით აღარ უნდა შემოვფარგლულიყავით და უფრო ფართო ეკოსისტემაზე უნდა გვეფიქრა. დღეს უკვე მკაფიოდ ვიცით, რომ კომპანიებს სჭირდებათ საერთო სივრცე, სადაც ადამიანები, გუნდები და პროცესები ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული.“
თემურ კევლიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.