გია ვოლსკი – პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ მომავალს, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქცია და ინვესტიციების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შემოტევა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, ინვესტიციები და ახალი პროექტები საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია, ხოლო არაბიზაციის საფრთხეები მოგონილია.

პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს, მომავალს, სამუშაო ადგილებს, რომელიც მოითხოვს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მაღალი დონის ექსპერტების მომზადებას, მშენებლების, თუ მენეჯერების, რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ამბობენ, რომ ე.წ. არაბული ქალაქების მშნებელობას აპროტესტებენ.
გია ვოლსკის თქმით, ინვესტიციის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემაზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული.
„რაც შეეხება არაბიზაციას, ზოგმა მეჩეთების თემა წამოსწია, მოგონილია ვითომ საფრთხე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, რაც აზღვევს, კანონიდან დაწყებული, თვითონ ბიზნეს-ეკონომიკურ გარიგებაზე. ნებისმიერი საფრთხის მიმართ კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული. ანუ, გამოდის, რომ შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ, გარკვეული ჯგუფის მიერ, ვისაც შეიძლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვუწოდოთ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით. მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება საკმაოდ მძიმე ვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება არაბიზაციას, ზოგმა მეჩეთების თემა წამოსწია, მოგონილია ვითომ საფრთხე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, რაც აზღვევს, კანონიდან დაწყებული, თვითონ ბიზნეს-ეკონომიკურ გარიგებაზე. ნებისმიერი საფრთხის მიმართ კონკრეტული პასუხები იქნა გაცემული. ანუ, გამოდის, რომ შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ, გარკვეული ჯგუფის მიერ, ვისაც შეიძლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვუწოდოთ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით. მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებას, ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც გადარჩება საკმაოდ მძიმე ვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.